ჩიანგმაი და რეიკიავიკი ფხიზელი ტურიზმისთვის საუკეთესო ადგილებად დაასახელეს. ამის შესახებ მოგზაურთა გამოცემა Time Out წერს.
ექსპერტებმა დააზუსტეს, რომ ჩიანგმაი ტაილანდის სიდიდით მეორე ქალაქია და ძალიან განსხვავდება ხმაურიანი ბანგკოკისგან. ჩიანგმაიში ჩასულ მოგზაურებს მშვიდი დასვენების საშუალება ეძლევათ. რაც შეეხება ისლანდიურ რეიკიავიკს ვიზიტორებს შეუძლიათ მრავალფეროვანი საუნები მოინახულონ და ზღვის პროდუქტების წვნიანი დააგემოვნონ.
ფხიზელი დანიშნულებების ტოპ-სიაში მესამე ადგილს თურქეთი და სტამბოლი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის რამდენიმე ქუჩა ღამის ბარებით, თუკი ტურისტი მათ მონახულებას განზრახ არ გადაწყვეტს, სპირტიანი სასმლის არსებობა შეიძლება არც გაახსენდეს.
გარდა ამისა, რეიტინგში მოხვდნენ ბალი (ინდონეზია), მარაკეში (მაროკო), სიდნეი (ავსტრალია).
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ 2025 წელს სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილად აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში მდებარე ოკალა დასახელდა.