LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უხუცესმა ქალებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

151
Capture

იუმია იამამოტომ, რომელიც ორგანიზაცია LongeviQuets-ის პრეზიდენტია, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალის სიცოცხლის საიდუმლო დაასახელა. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია უხუცესი ადამიანების ასაკის ვერიფიცირებითაა დაკავებული და ამ ადამიანებთან პირადად აქვთ შეხება. ყველაზე ასაკოვანი ქალის ტიტული ამჟამად კანე ტანაკას ეკუთვნის და ის უკვე 119 წლისაა, წერს გამოცემა Independent.

იამამოტოს თქმით, ტანაკას და კიდევ სხვა 100 წელს გადაცილებული იაპონელების ხასიათის მნიშვნელოვანი თვისება – ზომიერებაა. მაგალითისთვის, უხუცეს ქალბატონს ყოველთვის უყვარდა ტკბილი გაზიანი სასმელი, თუმცა მას მხოლოდ იმ დოზებით იღებდა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა არ შეეძლო.

გარდა ამისა, იაპონელი ქალბატონები ცდილობენ მეტი იმოძრაონ და იკვებებიან ისეთი პრინციპით, რომ მხოლოდ 80%-ით იყვნენ მაძღარი.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. ქალი მთელი ცხოვრება მაღაზიაში მუშაობდა, სადაც ბრინჯის ბლინებს ყიდდა. 1970-იან წლებში ის პენსიაზე გავიდა და რამდენჯერმე აშშ-შიც იყო სამოგზაუროდ წასული. 103 წლის ასაკში მას სიმსივნე ამოჰკვეთეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები