LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უმდიდრეს კაცს ტრილიონი ადამიანის კოსმოსში დასახლება სურს

131
c8d39c4bb0a2374990bb59f7a84dffee

მილიარდერ ჯეფ ბეზოსს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება, ტრილიონი ადამიანის უზარმაზარ კოსმოსურ სადგურში დასახლება სურს. Futurism.com-ის ინფორმაციით, უნიკალურ სადგურს ცილინდრის ფორმა ექნება.

ბეზოსმა თავისი ოცნების შესახებ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ძალიან მინდა ვნახო ტრილიონი ადამიანი, რომელიც მზის სისტემაში იცხოვრებს, – დააზუსტა მან. – თუკი ჩვენ გვეყოლებოდა ტრილიონი ადამიანი, ნებისმიერ წუთს ვიპოვიდით ათას მოცარტს და ათას აინშტაინს“.

ბეზოსის აზრით, დედამიწაზე ძალიან ცოტა ადგილია ამ რაოდენობის ადამიანისთვის, ამიტომ კაცობრიობას უზარმაზარი ზომის კოსმოსურ სადგურზე მოუწევს გადასახლება. ამ შემთხვევაში დედამიწა ტურისტულ ადგილად გადაიქცევა, სადაც შვებულების დროს გაფრენა იქნება შესაძლებელი, მაგალითად, ისე როგორც ახლა სხვადასხვა კუნძულებზე დადის ხალხი.

შეგახსენებთ, რომ ჯეფ ბეზოსი უდიდესი ინტერნეტმაღაზიის Amazon-ის დამაარსებელია. Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 172 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები