მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ბოდიბილდერმა ქალმა, ერნესტინ შეფარდმა, რამდენიმე დღის წინ 80 წლის იუბილე იზეიმა.
1936 წლის 16 ივნისს დაბადებული შეფარდი სპორტით 56 წლის ასაკში დაინტერესდა. 2011 წელს კი ის გინესისი რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი ქალი-ბოდიბილდერი.
80 წლის ასაკშიც კი, ის ყოველ დილის 3 საათზე დგება, დარბის კვირაში 130 კილომეტრს, საკვებ რაციონში კი ჭარბობს მოხარშული კვერცხი, ქათმის ხორცი, ბოსტნეული და წყალი. თუმცა, მისი ჯანმრთელობის ძირითადი საიდუმლო ის არის, რომ ერნესტინ შეფარდი არასოდეს ნებდება.







