LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

121

კომპანია Interbrand-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი წარმოადგინა.

წლევანდელი სიის პირველ ადგილზე კომპანია Apple იმყოფება 178 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილს Google იკავებს 133 მილიარდით, ხოლო ბრენდ „კოკა-კოლას“ მდგომარეობა, რომელიც აღნიშნული რეიტინგის სათავეში 2012 წელს იყო, 73 მილიარდი დოლარით შეფასდა.

კომპანია Microsoft მეოთხე ადგილს 72 მილიარდი დოლარით დასჯერდა. ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულში მოხვდნენ: Toyota (53 მლრდ.), IBM (52,5 მლრდ.), Samsung (51 მლრდ.), Amazon (50 მლრდ.), Mercedes-Benz (43 მლრდ.) და General Electric (42 მლრდ.).

თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა „ფეისბუქის“ ღირებულება უკანასკნელი წლის მანძილზე და რეიტინგის მე-15 ადგილზე 32 მილიარდი დოლარით განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები