დღეს მსხვილი ქალაქები არნახული სისწრაფით იზრდება. სოფლის მოსახლეობა დიდ ქალაქებში გადადის, ურბანიზაცია ყვავის. თუმცა ხშირად ეს ქალაქები ცოტა არა ლოგიკურად და არა პროპორციულად იზრდება. აი ჩვენი პლანეტის სიგრძეში გაწელილი ქალაქები.
დელი, ინდოეთი – 54,9 კმ
დელი მჭიდროდ არის დასახლებული. თავის მოკრძალებულ ტერიტორიაზე 17 მილიონამდე ადამიანს იტევს.
მაქსიმალური სიგანე და სიგრძე ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება და 54 კმ-ს აღწევს.
ლონდონი, ინგლისი – 60 კმ
სიდიდით ლონდონი მესამეა ევროპაში. მთელი ასი წელი ქალაქი (მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან) მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ქალაქის რეიტინგს ედგა სათავეში.
მელბურნი, ავსტრალია – 77 კმ
9990 კვადრატული კილომეტრის ფართობის ქალაქში ჰარმონიულად ერწყმის სამრეწველო, სავაჭრო, კულტურული და ბიზნეს კვარტალები, თავად ავსტრალიელები კი სწორედ მელბურნს მიიჩნევენ კულტურულ დედაქალაქად.
სან პაულუ – 72,5 კმ
გაცხოველებულმა ურბანიზაციამ და განვითარებული ეკონომიკამ ტერიტორიის გაფართოება გამოიწვია და ქალაქი ბიზნეს-ცენტრი გახდა. სან პაულუ, რომელსაც ლათინოამერიკულ ჩიკაგოს უწოდებენ, ბრაზილიის არაოფიციალური დედაქალაქია. აქ აგებულია ცათამბრჯენები, ოფისები, ქარხნები.
ნიუ იორკი – 88 კმ
ნაწილი ისეა ნახევარკუნძულზე გაშენებული, რომ სიგრძე სანაპირო ზოლზე ასეულ კილომეტრებს სცდება. ქალაქი ჩრდილოეთისკენ მიდის, რის გამოც მისი სიგრძე სიგანეს რამდენჯერმე აღემატება.
ტოკიო, იაპონია – 92 კმ
იაპონიის დედაქალაქი კუნძულ ხონსიუზე მდებარეობს. საცობების გარეშე მანქანით საშუალო სიჩქარით ორ საათში გაივლით.
პეკინი, ჩინეთი – 107 კმ
შანხაის შემდეგ ჩინეთის მეორე მსხვილი ქალაქია, სადაც 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს 16 808 კვ/კმ-ზე.
კრივოი როგი, უკრაინა – 126 კმ
ყველაზე გრძელ ევროპულ ქალაქს არ აქვს ლამაზი და პოპულარული ღირსშესანიშნაობები და არც საკურორტო ქალაქია. ყველაზე პოპულარულია ტურისტულია ობიექტია შადრევნის კომპლექსი, ასევე ნავსადგომი.
მეხიკო, მექსიკა – 200 კმ
პირველ ადგილზე მექსიკის დედაქალაქია. მეხიკო სითი 200 კმ-ზეა გაჭიმული. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად, მოსახლეობის რაოდენობა 20 მილიონია. ქალაქის ფართობი კი დიდი არ არის – 1485 კვ/კმ.