LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები – „ბონ ვოაიჟი“

347
cover (1)

ზამთრის მომხიბვლელობა თოვლი და ამ სეზონის სპორტია. მოემზადეთ ექსტრემისა და საოცარი ხედებისთვის, რადგან „ბონ ვოაიჟი“ მსოფლიოს ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასების გასაცნობად გეპატიჟებათ.

  1. ვალე ბლანში-საფრანგეთი

გამოუცდელებისთვის ის მხოლოდ დასათვალიერებლადაა ხელმისაწვდომი. მსოფლიოს საკულტო სათხილამურო ტრასა ვალე ბლანში საფრანგეთში, კერძოდ შამონში მდებარეობს და ყველაზე პოპულარულთან ერთად მსოფლიოში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასაა. მისი სიგრძე 23 კმ-ია. ტრასა სახიფათო და ძალიან რთულია, რომელმაც სამწუხაროდ არაერთი მოთხილამურე შეიწირა, ამიტომ რეკომენდებულია გიდის დაქირავება თუკი მის დალაშქვრას გეგმავთ.  თუმცა, მიუხედავად სირთულისა მასზე დაშვება გთავაზობთ დაუვიწყარ გამოცდილებას თვალწარმტაცი ხედებით.

  1. კლეინ მატერჰორნი -ზელანდიიდან იტალიამდე

სათხილამურო ტრასა რომელიც შვეიცარიიდან იტალიაში მიგიყვანთ კლეინ მატერნჰორნია და ის სიგრძით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ხოლო,როგორც წითელი ტრასა მსოფლიოში პირველია. წითელი სათხილამურო ტრასის საშუალო გრადიენტის დიაპაზონი 25-დან 40 პროცენტამდეა. წითელი ტრასები ჩვეულებრივ ოდნავ ვიწროა, ვიდრე ლურჯი და იდეალურია მოწინავე მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის. ზამთრის სპორტის ბევრი მოყვარული იყენებს წითელ ტრასებს უფრო ციცაბო რელიეფისთვის მოსამზადებლად ან კვეთის ტექნიკის გასაუმჯობესებლად. მატერნჰორნის სიგრძე 22 კმ-ია. ტრასა იწყება შვეიცარიაში, კლეინ მატერჰორნის მყინვარის თავზე. მოთხილამურეებს 2 კმ-ის სიმაღლიდან იწყებენ დაშვებას და გადაკვეთენ იტალიის საზღვარს  კურორტ ცერმატიდან და სრულდება სერვინიაში. ტრასა რთულია, მაგრამ დაუვიწყარი და სანახაობრივი. გარდა ერთი საბაგიროს გაჩერებისა მანძილის დასასრულებლად, მარშრუტი უწყვეტია.

  1. სარენი-საფრანგეთი

16 კმ-იანი ტრასა ალპ დუეზში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასების სიაში მესამე ადგილს. ეგრეთ წოდებული “შავი ტრასები” ყველაზე მოთხოვნადი ფერდობებია. მათ აქვთ გრადიენტი 40%-ზე მეტი და გამოწვევაა ყველაზე გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც კი. ტრასის სათავიდან ნახევარი საფრანგეთი მოჩანს. საერთო ჯამში ტრასის მთლიანი ვერტიკალური ვარდნა 2 კმ-ზე მეტია.

  1. ბანსკო – ბულგარეთი

წინა ტრასებისგან განსხვავებით, ბულგარეთის ბლაგოევგრადის პროვინციაში მდებარე ბანსკოს სათხილამურო ტრასა დამწყებთათვის შესანიშნავი მარშრუტია. მისი სიგრძე 16 კმ-ია. დაშვება იწყება ტოდორკას მწვერვალზე და მოთხილამურეები გონდოლა ლიფტის საბაზო სადგურამდე მიჰყავს, რომელიც ქალაქის გარეთაა.

  1. სპაიკი -რეველსტოკი/კანადა

კიდევ ერთი მეგობრული სათხილამურო ტრასა, რომელიც ამ სიაში მოხვდა  მოხვდა მდებარეობს კანადაში. მისი სიგრძე 15,2 კმ-ია. სათხილამურო ტრასა არის ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადა. კურორტ რეველსტოკში  მდებარე ტრასა სპაიკი განკუთვნილია ყველა დონის მოთხილამურეებისთვის. ტრასა მთის მწვერვალიდან თვალწარმტაცი, თოვლით დაფარული ტყეების გავლით ეშვება.

  1. შვაცე შნაიდი (შავი ჭრა) — ავსტრია

ჩვენს სიას ავსტრიაში მდებარე შვაცე შნაიდი იგივე შავი ჭრა ასრულებს. ქვეყნის ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იწყება რეტენბახის მყინვარის მწვერვალზე, სოლდენში, გონდოლას უმაღლესი წერტილი მიგიყვანთ ოზტალის ხეობაში. ეს 15 კმ-იანი ტრასა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ფერდობებისგან.მოთხილამურეებს  მარშრუტების რამდენიმე არჩევანი აქვთ.

და ბოლოს,ინფორმაცია მათთვის ვინც ტრასების დონეებში და მათ დასახელებებში ნაკლებად ერკვევა.  სათხილამურო ტრასებს ფერები სირთულის მიხედვით აქვს მინიჭებული. მწვანე -მარტივი, ლურჯი-საშუალო, წითელი-საშუალოდ რთული, შავი-ძალიან რთული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g