LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი და მამაკაცი ცნობილია

733
Francoise Bettencourt Meyers (R) and her husband Jean-Pierre Meyers attend the 'L'Oreal-UNESCO Awards 2015 for Women in Science at La Sorbonne on March 18, 2015 in Paris, France.

„ფორბსი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი მამაკაცი ისევ ჯეფ ბეზოსია. ის კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში 19 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 131 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ფორბსის“ უმდიდრესი მამაკაცების სიაში პირველი ადგილი ჯეფ ბეზოსმა გასულ წელს დაიკავა. მანამდე რეიტინგს „მაიქროსოფთის“ დამაარსებელი, ბილ გეითსი ედგა სათავეში. ამასთან, გასულ წელს კომპანია „ამაზონი“„ეფლის“ შემდეგ მეორე კომპანი გახდა, რომლის კაპიტალმაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, ამერიკული გამოცემა ვარაუდობს, რომ  ბეზოსმა შესაძლოა, რეიტინგში პირველი ადგილი მეუღლესთან განქორწინების გამო დაკარგოს.

რაც შეეხება, პლანეტაზე ყველაზე მდიდარ ქალს – ის  „ლორეალის“ იმპერიის მემკვიდრე, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა. კოსმეტიკური კომპანიის მფლობელის ქონება 49,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამერიკული ფინანსური ჟურნალის ცნობით, ბოლო ათწლეულში მსოფლიოში მილიარდერების რიცხვი გაორმაგდა. 2018 წელს მათი რაოდენობა 2208 იყო. ამასთან, მილიარდერების ქონება ყოველდღიურად დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით იზრდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები