,,ფორბსმა” რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მუსიკოსად დაასახელა.
მსოფლიოს პირველი მილიარდერი რეპერი - ჯეი-ზი ისტორიაში შევიდა
,,ფორბსმა'' ჯეი-ზი მსოფლიოში პირველ მილიარდერ რეპერად დაასახელა.
ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემის ინფორმაციით, ბარბადოსელი ლამაზმანის ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით 31 წლის ვარსკვლავი ისეთ არტისტებს უსწრებს, როგორებიც: მადონა (570 მილიონი), სელინ დიონი (450 მილიონი) და ბიონსე (400 მილიონი) არიან.
ცნობილია, რომ რირის ქონების შეფასებისას, ჟურნალმა იმ კომპანიების შემოსავლები გაითვალისწინა, რომლებსაც ის ფლობს.
ამასთან, გაირკვა, რომ მან 15 თვეში ყველაზე მეტი, 570 მილიონი დოლარი, LVMH-თან თანამშრომლობით გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ რიანა ქალის თეთრეულის ხაზს Savage x Fenty აწარმოებს. ის ასევე კოსმეტიკური ბრენდის Fenty Beauty მფლობელია.