რომანტიკა – პოზიტიური ემოციური კმაყოფილებაა, რომლის განცდაც პლანეტის თითოეული მაცხოვრებლისთვის შესაძლებელია. ერთისთვის ის – ვარდების თაიგულია, სხვებისთვის – უქმეები მთის კურორტზე ან ერთგულება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამა თუ იმ ერის კულტურის გათვალისწინებით, რომანტიკას ურთიერთობებში მეტი-ნაკლები ყურადღება ეთმობა.
გთავაზობთ ერებს, რომლებმაც რომანტიკაზე სხვებზე მეტი იციან:
ინდუსები
საკმარისია გაიხსენოთ ინდოეთის სიმბოლო – ტაჯ-მაჰალი, რათა დარწმუნდეთ, რომ ინდუსებისთვის სიყვარული უმაღლესი მწვერვალია. სიყვარული აქ ყველაფრის შთაგონების წყაროა, რაც ადგილობრივ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებით იგრძნობა.
ირლანდიელები
ირლანდიელი ქალებიც და მამაკაცებიც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, საკმაოდ ყურადღებიანები არიან ერთმანეთის მიმართ და არავის აძლევენ უფლებას, მათ საქმეში ჩაერიონ. განქორწინების პროცენტი მსოფლიოში აქ ყველაზე დაბალია.
შვედები
ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა გასაკვირი არ არის – ქერათმიანი ტანადი მამაკაცები და ცისფერთვალება გოგონები ინსტინქტებს უბრალოდ ვერ ეწინააღმდეგებიან.
ლიბიელები
არაბული სამყაროს დანარჩენი ქვეყნებისგან ლიბიელები სიყვარულითა და ურთიერთობით გამოირჩევიან. აქ აფასებენ რომანტიკას და ერთმანეთს უზომოდ დიდ პატივს სცემენ.
არგენტინელები
არგენტინელები საკმაოდ ვნებიანები არიან. ტიპიური ლათინოამერიკული ერი, რომელიც რომანტიულ ურთიერთობებს ფეხბურთზე მაღლაც კი აყენებს.
ესპანელები
ესპანელებს კარგი საყვარლების რეპუტაცია აქვთ. მათ კარგად იციან რომანტიკის ჭეშმარიტი არსი, ამავდროულად, უზომოდ ტემპერამენტიანები არიან.
ბრაზილიელები
რომანტიული ნატურის გამო ბრაზილიელები აღნიშნულ რეიტინგში ხვდებიან. ისინი არ არიან მორცხვები, როდესაც თემა სიყვარულს ეხება, ხოლო საკუთარ ემოციებს ვნებიანი ცეკვით გამოხატავენ.
ფრანგები
ფრანგების რომანტიული ნატურა ყველასთვის ცნობილია. ასეთი ურთიერთობის საკითხში ისინი ნამდვილი ექპერტები არიან. ფრანგები სიყვარულზე მხატვრული მეთოდებით საუბრობენ, ამ ყველაფრის შედეგად კი მსოფლიოს უზომოდ დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს.
იტალიელები
სიტყვას „რომანტიკა“ ფუძედ „რომა“ უდევს, რაც რომს ნიშნავს. იტალიელები ყველაზე რომანტიული ერია მსოფლიოში. ამისთვის კი მათ ყველანაირი საფუძველი აქვთ: ულამაზესი ბუნება, მდიდარი ისტორია, გემრიელი სამზარეულო და მუსიკალური ენა.








