LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე საშიში საცურაო აუზები (ფოტოები)

203

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში არსებობს სასტუმროები, სადაც განთავსებული აუზები სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი. ადრენალინისა და ექსტიმის მოყვარულის გარდა, აქ ჩასვლას ვერავინ გაბედავს.

 

Holiday Inn – ჩინეთი

tom4501de_china_pool

100 მეტრიანი რეზერვუარი, რომელიც მთლიანად ჰაერშია გამოკიდებული და გამჭვირვალე ფსკერი აქვს… აუზი არამარტო გამბედავი, არამედ ლამაზი სხეულის მქონე ადამიანებისთვის არის. გარდა იმისა რომ აქ ჩასვლა გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, ქვემოდან შანხაის მოსახლეობას თქვენი სხეულის ან საცურაო კოსტიუმის შეფასება შეეძლება.

 

Nemo 33 – ბელგია

0356200000000000

ამ აუზის განსაკუთრებულობა მარტო ის არ არის, რომ 2007 წლამდე ის ყველაზე ღრმა იყო, არამედ ისიც, რომ ინსტრუქტორები აქ დღემდე ატარებენ დაივინგის გაკვეთილებს. წყალი აქ მუდმივად 36 გრადუსი ცელსიუსია, ასე რომ სიღრმეში წასვლას, ფაქტობრივად, ვერ გრძნობთ.

 

სისხლიანი აუზი – ტაილანდი

36990e2d1a6548948cdd6855508bf0bd

სანამ იმაზე დაფიქრდებით, საიდან აქვს აუზს ასეთი ფერი, მიმოიხედეთ – ეს არის ოპტიკური ტყუილი და სინამდვილეში მიზეზი წითელი, სტაფილოსფერი და ყვითელი ფილებია, რისგანაც აუზი არის დამზადებული.

 

დაკიდებული ბაღები – ინდონეზია

3356200000000000

თუ ამ აუზში ჩასვლას გარისკავთ, არჩევანი ორ ვარიანტს შორის გექნებათ: იცუროთ ღია ცის ქვეშ ტერასაზე ან მოხვდეთ უფსკრულის პირას. ნებისმიერ შემთხვევაში აუზი საოცარია.

 

ცის ბინები – პერუ

sky-condo-lima-5

ლიმაში განთავსებული ეს აუზები თავს ჰაერში ან უწონადობაში მოლივლივედ გაგრძნობინებთ. წარმოსადგენად კარგია, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ მასში ჩასვლას, არ დაგავიწყდეთ, რომ პერუში საკმაოდ ხშირია მიწისძვრები…

 

Marina Sands Resort – სინგაპური

466f03d0

მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, სინგაპურში, ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზე მდებარეობს. აქ ასულს მთელს ჰორიზონტზე განლაგებული ქალაქის ყურება შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თუ სიმაღლის არ გეშინიათ.

 

Golden Nugget Hotel – აშშ

bucket_sharkchute

თუ მძაფრი შეგრძნებები და ვეშაპები გიზიდავთ, ეს აუზი თქვენთვის არის. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აუზად არის მიჩნეული. აქ ბანაობა ვეშაპებთან და ზღვის სხვა ბინადრებთან ერთად შეგიძლიათ.

 

Bandra Ohm – ინდოეთი

24412

სასტუმროს ყოველი სართული, 37-დან სრულიად რისკიანი და ადრენალინის მოყვარული ადამიანისთვის არის დაპროექტებული.

 

აუზი-ხიდი – სინგაპური

sky-habitat_hero-2015032514272414254048

აუზი-ხიდი ორ შენობას ერთმანეთს აკავშირებს. თითოეული მათგანი 38 სართულიანია.

 

ეშმაკის აუზი – სამხრეთ აფრიკა

piscine_du_diable

ამაზე საშიში, ალბათ არაფერია. ვიქტორიას ჩანჩქერის სტიქია… და აუზის ქვის კედელი, რომელიც თქვენსა და უფსკრულს შორის დგას. თუ კედლის ნაპირთან პოზირებაც შეგიძლიათ, ყველაზე მამაცი ადამიანი ხართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები