LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე უხვთოვლიაინი ქალაქები – „ბონ ვოაიჟი“

203
cover (1)

 თოვლიანი გარემოს მოყვარული ადამიანები ზამთარს განსაკუთრებულად ელიან. გამორჩეულია მათი სიყვარული,ვისაც ზამთრის სპორტი იტაცებს. საქართველო ამ მხრივ მრავალფეროვანია და მათთვისაც იპოვით ადგილს ვისაც მშრალი ზამთარი უყვარს და თუკი საპირისპირო გიტაცებთ მაღალმთიანი რეგიონები თქვენთვისაა. თუმცა მსოფლიოს ყველაზე უხვთოვლიან ქალაქებს ამ მხრივ კლიმატურად ვერ გაუწევ კონკურენციას,სადაც ზამთრის სეზონი იქაურობას უბრალოდ თოვლის სამყოფლად აქცევს. „ბონ ვოაიჟიწარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უხვთოვლიანი ქალაქების ხუთეულს:

1.საპოროიაპონია

საპორო იაპონიის უდიდეს ქალაქებს შორისაა. ის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ხშირი მასპინძელია. ასევე უამრავი თოვლისა და ყინულის ფესტივალი სწორედ აქ იმართება და ათასობით ტურისტს იზიდავს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი აზიური ქალაქი, რომელმაც უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1972 წელს. ყინულის ფესტივალის ქანდაკებები ულამაზესი სანახაობაა,მათი უმეტესობა 15 მეტრს აღწევს.ზამთრის სეზონზე მას 2 000 000 ვიზიტორი სტუმრობს.გარდა განსაკუთრებული ამინდისა, ქალაქი ცნობილია, როგორც საერთაშორისო ექსპორტირებული ლუდის ბრენდის საპოროს სახლი.

2.სირაკუზი-ნიუ იორკი

მსოფლიოს ყველაზე თოვლიანი ქალაქების ჩამონათვალში საპატიო ადგილს სირაკუზა იკავებს ნიუ იორკში. აქ საშუალოდ თოვლის სიმაღლე სეზონზე 5 მეტრს აღწევს. გარდა თოვლიანი გარემოსი ქალაქი ცნობილია როგორც საგანმანათლებლო ცენტრი და სპორტული კლუბების სახლი. ეს ადგილი თითქმის ყოველ წელს იღებს იუმორისტულ ჯილდოს შტატებს შორის ყველაზე უხვი თოვლისთვის.

3.ტოიამა იაპონია

ნუ გაგიკვირდებათ და კიდევ ერთი, ყველაზე თოვლიანი ქალაქი იაპონიაში მდებარეობს და მოსახლეობას ყოველწლიურად 10 მეტრის სიმაღლის თოვლთან უწევს გამკლავება. ტოიამა მსოფლიოში მესამე ყველაზე თოვლიანი ქალაქია. აქ თოვა დეკემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. იანვარი, როგორც წესი ყველაზე თოვლიანი თვეა. ზაფხულში კი რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ეს ფაქტი კი მისი სანაპიროსთან სიახლოვის გამოა. ტოიამა ასევე აღიარებულია, როგორც მედიცინისა და ფარმაციის ცენტრი. თხილამურებზე სრიალისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა.ქალაქს აქვს რამდენიმე საინტერესო სამხატვრო გალერეა, მუზეუმი და ისტორიული ადგილი, მაგრამ თოვლის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმზიდველობა არის ტატეიამას ალპური ტურისტული მარშრუტი, რომელიც შექმნილია ტატეიამას მთის შთამბეჭდავი პეიზაჟების წარმოსაჩენად. მარშრუტი დახურულია დეკემბრიდან აპრილის დასაწყისამდე,თუმცა თოვლის მაღალი კედლები ზაფხულშიც ესაზღვრება გზას.

4.კვებეკიკანადა

კანადაში მდებარე ქალაქი კვებეკი,ასევე იკავებს ადგილს ყველაზე უხვთოვლიანი ადგილების ხუთეულში. თოვლის სიმაღლე აქ ყოველწლიურად 3 მეტრს სცდება. ჰაერის ტემპერატურა კი ზამთარში რეკორდულ მაჩვენებლამდე ეცემა. თოვა ჩვეულებრივ ნოემბრის დასაწყისში იწყება და აპრილის შუა რიცხვამდე გრძელდება. კვებეკი ზამთრის სპორტისა და თოვლის სკულპტურების შეჯიბრებების ადგილია. ეს უკანასკნელი 2 კვირა გრძელდება და ნამდვილ ზღაპარში იწვევს მსურველებს.

5.აომორიიაპონია

და, აი მივადექით მსოფლიოში ყველაზე უხვთოვლიან დასახლებას. ეს ადგილი კვლავ იაპონიაშია და მას აიმორა ჰქვია. აქ წლიურად თოვლის სიმაღლე 7 მეტრსაც კი აღწევს და მკაცრი ზამთარი ნოემბრიდან იწყება. მაღალი თოვლის საფარის გამო გზები თოვლში გაკვალული გვირაბებია,რაც ასევე საოცარი სანახაობაა. ქალაქის თავზე შეგროვილი მძიმე ღრუბლები მთელი ზამთრის განმავლობაში არ იფანტება.აომორის საშუალო ტემპერატურა -10.1 გრადუსია. აგვისტო ყველაზე ცხელი თვეა და ამ პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა +23.5 გრადუსს აღწევს.წლის განმავლობაში ყველაზე უხვად დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში თოვს. ზამთრის პერიოდში აომორი განსაკუთრებით პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები