ექსპერტებმა 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების სია შეადგინეს. შესაბამისი რეიტინგი Airline Ratings-მა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მთლიანობაში 385 ავია გადამზიდი შეისწავლეს და საბოლოო რეიტინგი ამის შემდეგ შედგა. მთავარ კრიტერიუმთა შორის იყო – ბოლო ორ წელში მომხდარი სერიოზული ინციდენტები, თვითმფრინავების ასაკი, ზომა, ინციდენტების რეიტინგი, ფატალური შემთხვევები, პილოტების უნარები და ტრენინგები.
2025 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია Air New Zealand გახდა. მეორე ადგილზე Qantas გავიდა და ლიდერთა სამეულს ერთდროულად სამი ავიაკომპანია – Cathay Pacific, Qatar Airways, Emirates ასრულებს.
ბიუჯეტურ ავიაკომპანიათა შორის პირველი ადგილი Hong Kong Express ხვდა წილად, მეორე – Jetstar Group-ია, მესამე – Ryanair-ია.
საუკეთესო ავიაკომპანიათა ათეული ასე გამოიყურება:
- Air New Zealand
- Qantas
- Cathay Pacific; Qatar Airways; Emirates
- Virgin Australia
- Etihad Airways
- ANA
- EVA Air
- Korean Air
- Alaska Airlines
- Turkish Airlines (THY).
საინტერესოა, რომ პირველ და მეორე ადგილებს შორის ქულებით სხვაობა ძალიან მცირე იყო და Air New Zealand-მა გამარჯვება პილოტების მუდმივი გადამზადების პროგრამის დამსახურებით შეძლო.