სპეციალისტთა შეფასებით გასული ივნისის თვეში მსოფლიო ავტო ბაზარმა დადებითი დინამიკა აჩვენა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსგავსი რამ პირველად დაფიქსირდა. ივნისში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 0,4%-ით გაიზარდა და 7,1 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.
ასე რომ, ავტო დილერები „პლუსში გავიდნენ“. 2022 წლის პირველი ნახევრის შეჯამებით მთლიანობაში 38,5 მილიონი ავტომობილია გაყიდული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით ნაკლებია.
გაყიდული მანქანების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდა. იქ 2 483 000 სატრანსპორტო საშუალების რეალიზება შეძლეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,5%-ით მეტია. სპეციალისტთა შეფასებით, ასეთი ზრდა მომხმარებელთა ლოდინს, ლოკდაუნის დასრულებას და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მხარდამჭერ პროგრამებს უკავშირდება.
მეორე ადგილს 1 130 000 გაყიდული მანქანით აშშ იკავებს. ამასთან, დასავლეთ ევროპაში 1 106 000 სატრანსპორტო საშუალების რეალიზება შეძლეს. აღმოსავლეთ ევროპაში კი გაყიდვები 50%-ითაა შემცირებული და ახალი პატრონი მხოლოდ 246 000 ავტომობილმა იპოვა.