LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი თეთრი ჟირაფი GPS–ით აღჭურვეს, რათა მის გადაადგილებას თვალი ადევნონ და ბრაკონიერებისგან დაიცვან

179
-115540676-photocredit-ishaqbini

მსოფლიოში ერთადერთ თეთრ ჟირაფს ამიერიდან რეინჯერები დააკვირდებიან და მის გადაადგილებას რეალურ დროში გააკონტროლებენ.

მარტოხელა ჟირაფს იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, რის გამოც მისმა კანმა პიგმენტი დაკარგა და გათეთრდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელია, მას მერე რაც გასული მარტის თვეში ბრაკონიერებმა მისი ოჯახის ორი წევრი მოკლეს.

რეინჯერები შიშობენ, რომ გადარჩენილსაც ნათესავების ბედი ელის, ამიტომ მასზე განსაკუთრებული კონტროლი გამოაცხადეს.

ამჯერად თეთრი ჟირაფი კენიის ჩრდილოეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ნაკრძალში ბინადრობს.

GPS–ტრეკერის დახმარებით, ცხოველის გადაადგილებას სპეციალისტები რეალურ დროში დააკვირდებიან და მას მონადირეებისგან დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ თეთრი ფერის ჟირაფები კენიაში პირველად 2016 წლის მარტში შეამჩნიეს, მანამდე კი ისინი ტანზანიაში ყავდათ ნანახი.

ერთი წლის შემდეგ ჟირაფებმა კვლავ გამოიწვიეს აჟიოტაჟი, როცა დედა ჟირაფი თავის პატარა ნაშიერთან ერთად კამერა–ხაფანგის ობიექტივში მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები