საერთაშორისო პრემიის The Reader’s Choice Awards 2022-ის მიხედვით საუკეთესო სასტუმროდ საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე Cheval Blanc St-Tropez დასახელდა. სრული სია მოგზაურთა ჟურნალის Conde Nast Traveler-ის საიტზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული სასტუმრო, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა სენ-ტროპეში 1936 წელსაა აშენებული. მდიდრული კომპლექსი ვიზიტორებს ელეგანტური ინტერიერით ხიბლავს.
რეიტინგის მეორე პოზიციას Sofitel Legend Santa Clara Cartagena იკავებს. სასტუმრო კოლუმბიაში, ძველი მონასტრის შენობაში მდებარეობს და წარსულისა და თანამედროვეობის ელემენტები ერთმანეთს ძალიან ორგანულად ერწყმის.
დაბოლოს, მესამე ადგილი ამერიკულმა The Driskill-მა დაიკავა, ტეხასში მდებარე 5 ვარსკვლავიანმა სასტუმრომ, რომელიც მოგზაურებს ავთენტური და მყუდრო ატმოსფეროთი იზიდავს.
საუკეთესო რეიტინგში მოხვდა ასევე თურქეთის, კატარის, ემირატების, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის და პერუს სასტუმროები.
აღსანიშნავია, რომ სიას მილიონობით დამსვენებლის გამოხმაურების შესწავლის შემდეგ ადგენენ ხოლმე.