LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში შობადობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მცირდება

113
93d0e910-451f-11f0-8bc0-17239219

გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში შობადობის მაჩვენებელი იკლებს. როგორც BBC წერს, სააგენტომ 14 ქვეყანაში 14 ადამიანის მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა, რომ ყოველი 5 გამოკითხულიდან ერთს არ ჰყავს იმ რაოდენობის შვილი რამდენიც სურს რომ ჰყავდეს. მიზეზი ძირითადად ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯებია, მეორე ადგილზეა დროის უქონლობა და მესამე შეუფერებელი პარტნიორი.

კვლევამ ისეთი ქვეყნები მოიცვა როგორიცაა – ტაილანდი, იტალია, უნგრეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა და სხვა.

წლის ბოლომდე ანალოგიური კვლევა კიდევ 50 ქვეყანაში ჩატარდება. მანამდე კი სპეციალისტები საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობენ. საქმე ისაა, რომ 40 წლის წინ ჩამოთვლილი ქვეყნების დიდ ნაწილში გაზრდილი შობადობა აშინებდათ და ამ პროცესის შენელებაზე მუშაობდნენ. 2015 წელს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მას შემდეგ შობადობის გაზრდა გახდა პრიორიტეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები