LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უდიდეს კონცერნს ავტომობილების გაყიდვა აღარ შეუძლია

111
მსოფლიოში უდიდეს კონცერნს ავტომობილების გაყიდვა აღარ შეუძლია

კონცერნი Stellantis ავტომობილების გაყიდვას ვერ ახერხებს. მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი ბაზარზე კოლოსალურ სირთულეებს აწყდება  – ზოგიერთი მოდელი საშუალოდ 400-600 დღე იყიდება. დილერები მარაგების თავიდან მოშორებას ცდილობენ, თუმცა მარკეტინგულ აქტივობასაც კი არ შეუძლია მყიდველის მოზიდვა. ასეთი დინამიკის გამო კონცერნის ფინანსური სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება – სამომავლო პროგნოზებიც არ არის სახარბიელო.

2024 წლის პირველ ნახევარში კონცერნის გაყიდვები 16%-ით შემცირდა. Jeep-ის გაყიდვებმა 9%-ით იკლო, Chrysler-ის – 8%-ით, Dodge-ის – 16%-ით, ხოლო Ram-ის გაყიდვები მთელი 26%-ით დაეცა. კონცერნი დაგროვილი მოდელების გასაყიდად ყველაფერს აკეთებს, ახალ ავტომობილებზე უპრეცედენტო ფასდაკლებებს აცხადებს, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი მაინც არ აქვს.

Stellantis-ის ყველაზე ნელა გაყიდვადი ავტომობილი Alfa Romeo Giulia-ა. ამ მოდელის მყიდველს საშუალოდ 617 დღეში პოულობენ. მოდელი Stelvio საწყობში საშუალოდ 456 დღეს ატარებს, ხოლო მესამე ადგილზე Fiat 500e-ა, გაყიდვების საშუალო ვადით – 454 დღით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები