LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სიამის ტყუპებს ბავშვი შეეძინათ – ებბი და ბრიტანი ჰენზელების უახლესი ფოტოები და გაოგნებული საზოგადოება

994
page

მედიაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპების, ებბი და ბრიტანი ჰენზელების ფოტოები გავრცელდა და მედიაში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

გასულ კვირას ისინი მინესოტაში გადაიღეს, მათ ხელში ახალშობილისთვის განკუთვნილი კალათა ეკავათ, რომელშიც ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ბავშვი იწვა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, მათ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც ასე იყო დასათაურებული: „დაქორწინებულები ვართ და ბავშვი გზაშია“.

ცნობისთვის, დები 2021 წელს ამერიკის არმიის ვეტერანზე, ჯოშუა ბოულინგზე, დაქორწინდნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ გასულ წელს გავრცელდა.

ექიმების განმარტებით, იმის გამო, რომ ტყუპებს საერთო რეპროდუქციული სისტემა აქვთ, მათთვის ბავშვის გაჩენა ჩვეულებრივი გზით არის შესაძლებელი. თუ ტყუპები მართლაც გახდნენ დედები, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა სიამის ტყუპებმა ბავშვი გააჩინეს.

ებბიმ ქორწილში ტყუპისცალი მეჯვარედ არ წაიყვანა – უახლესი ფოტოები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპების ქორწილიდან

იდეო: მსოფლიოში ყველზე ცნობილი სიამის ტყუპებიდან ერთ-ერთი და დაქორწინდა – მისი რჩეული ომის ვეტერანია

შეგახსენებთ, ტყუპები სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 1996 წელს, „ოპრა უინფრის შო­უ­დან“ გა­იც­ნო. ამის შემდეგ ისინი რეალითი შოუში იღებდნენ მონაწილეობას. ამ­ჟა­მად ებბი და ბრიტანი ჰენზელები მი­ნე­სო­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები