LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდ სასტუმროს 10 ათასი ნომერი და 70 რესტორანი ექნება

116
cee635145ad7a438ae066c6b737ab964-XL

მსოფლიოში ყველაზე დიდ სასტუმროს 10 ათასი ნომერი და 70 რესტორანი ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსდება შვეულმფრენის ოთხი ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი,  კინოთეატრები, შოპიგცენტრები და სხვა დაწესებულებები.

სასტუმრო სახელწოდებით – Abraj Kudai საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში აშენდება, შესაბამისად, ამ უზარმაზარ კომპლექსში მოეწყობა საუდის სამეფო ოჯახის მექის რეზიდენციაც.

აღსანიშნავია, რომ პროქტზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს. Abraj Kudai-ის გახსნა ჯერ კიდევ 2017 წელს იგეგმებოდა, შემდეგ 2019-2020 წლებში, თუმცა მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროს აშენება ფინანსური პრობლემების გამო გაჭიანურდა.

პროექტის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. გრანდიოზული სასტუმროს შენობა 45 სართულიანი იქნება და იგი უდაბნოს ციხე-სიმაგრის სტილში აშენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები