ავსტრიულმა კომპანია C Seed-მა ოფიციალურად წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის 4K ტელევიზორი C Seed 2.
მისი ზომები ნამდვილად შთამბეჭდავია: დიაგონალი 262 დიუიმია (6,5 მეტრი). სიახლე აღჭურვილია LED მატრიცითა და 4K გარჩევადობით, ასევე ათი დინამიკით. როდესაც ტელევიზორი გამორთულია, ის სპეციალური დამცავი ქსოვილით, ავტომატურად დაიფარება.
აღსანიშნავია, რომ ტელევიზორი 800 კილოგრამს იწონის, ამიტომ მის დამონტაჟებაში ცალკე 35 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ. სიახლის საწყისი ფასი კი 540 ათასი დოლარია.
ტელევიზორი გაყიდვაში მიმდინარე ზაფხულს გამოვა.

