გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოში კანონიერი გადახდის საშუალებად 180 ვალუტას აღიარებს. თუმცა ისეთი პოპულარული და ფართოდ გამოყენებული ვალუტები, როგორებიცაა აშშ დოლარი და ევრო, ყველაზე ძლიერ ვალუტებად არ ითვლებიან. როდესაც ვალუტის ძალაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ვაჭრობისას ან სხვა ვალუტებთან მიმართებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალუტის სიძლიერე იზომება იმ მომსახურებებისა და საქონლის რაოდენობით, რომლის შეძენაც არის შესაძლებელი, ასევე იმ უცხოური ვალუტის ოდენობით, რომელიც ეროვნული ვალუტის ერთი ერთეულის სანაცვლოდ მიიღება. იმის დასადგენად, რამდენად ძლიერია ვალუტა, არის თუ არა ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ან ყველაზე ძვირადღირებული, საჭიროა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ფაქტორის ურთიერთქმედების გათვალისწინება. ეს ფაქტორებია: ფორექსის ბაზრებზე (ბანკთაშორისი, გარესაბირჟო ბაზარი) მიწოდება და მოთხოვნა, ინფლაცია, შიდა ეკონომიკის ზრდა, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთები და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღესდღეობით მსოფლიოში 10 ყველაზე ძლიერ ვალუტად ითვლება:
1. ქუვეითური დინარი
2. ბაჰრეინული დინარი
3. ომანური რიალი
4. იორდანიული დინარი
5. გირვანქა სტერლინგი
6. კაიმანის კუნძულების დოლარი
7. შვეიცარიული ფრანკი
8. ევრო
9. აშშ დოლარი
10. ბაჰამური დოლარი
