LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის მფლობელმა საკუთარი რეკორდი მეორედ გააუმჯობესა

128
4365465465

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის აღიარებულმა მფლობელმა თავისი რეკორდი მეორედ გააუმჯობესა და წვერი 2,54 მეტრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

სინხ სარვან სინგხი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, წვერს 17 წელია იზრდის. მამაკაცი კანადაში პირველად მაშინ ჩავიდა, როცა ოქროს ტაძარში რელიგიური ჰიმნების შესასრულებლად მიიწვიეს. წვერის სიგრძე თავდაპირველად მან 2008 წელს გაზომა და მაშინ მაჩვენებელი 2,33 მეტრი იყო. მამაკაცმა წინა რეკორდი მოხსნა და გინესის წიგნში მოხვდა. მანამდე ამ ტიტულს შვედი ბირგერ პელასი ატარებდა, მისი წვერის სიგრძე 1,77 მეტრი იყო.

2010 წელს სარვანმა წვერი კიდევ გაზომა და 2,495 მეტრით ახალი რეკორდი დაამყარა. ამჟამად კი წვერის სიგრძე 2,54 მეტრია და მამაკაცს წვერი ერთხელაც არ შეუმოკლებია, პირიქით მას მთელი გულით უვლის.

როგორც წესი, დღის განმავლობაში ის წვერს აწეულ მდგომარეობაში ატარებს, თუმცა განსაკუთრებულ ღონისძიებებზე იშლის.
სარვანი წვერს უფლის საჩუქრად თვლის და რეკორდით ძალიან ამაყია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები