LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე იაფი ყავა ბრაზილიაში იყიდება

32

მსოფლიოში ყველაზე იაფი ყავა ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროში იყიდება. მოგზაურთა პორტალმა „partner One”-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები შეისწავლა, რათა ყველაზე იაფი ყავის მქონე ქვეყნების რეიტინგი შეედგინა.

აღმოჩნდა, რომ რიოში ყავა სულ რაღაც 0.94 ცენტი ღირს. ტოპ ხუთეულში კი ასევე სან-პაულო (0,95 ევრო), ლიმა (1,31ევრო), მილანი (1,42 ევრო) და სევილია (1,49 ევრო) მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სიის შედგენამდე ექსპერტებმა პლანეტის ყველაზე დიდი ქალაქები მოიარეს და თითო ფინჯანი ყავა მიირთვეს.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს, რეიტინგის პირველ ადგილს ციურიხი იკავებს, იქ ფინჯანი ყავა 3,24 ევრო ღირს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები