სტატისტიკურ მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა პორტალმა Ranking Royals გასული წლის მსოფლიოს ყველაზე კონკურენტული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევა ოთხ ძირითად ფაქტორს ეფუძნებოდა: ეკონომიკური მიღწევები, მთავრობის ეფექტურობა, ბიზნესის ეფექტურობა და ინფრასტრუქტურის ხარისხი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რეიტინგის სათავეში სინგაპური მოექცა, ხოლო ათეულში მოხვდნენ: შვეიცარია, დანია, ირლანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტაივანი, ნიდერლანდები და ნორვეგია.