62 წლის დემი მურის წარმატებების კასკადი გრძელდება. წლევანდელ „ოსკარებზე“ პირველი ნომინაციის შემდეგ, მური არაერთი გამოცემის გარეკანზე მოხვდა. ამჯერად 62 წლის ვარსკვლავმა გამოცემა People-ის გარეკანი დაამშვენა და ფოტოობიექტივის წინაშე „ტომ ფორდის“, „სკიაპარელისა“ და „შანელის“ თვალწარმტაცი „ლუქებით“ წარდგა, მის იმიჯს კი Tiffany & Co.-ს სამკაული ასრულებდა.
„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი “, – სწორედ ასე შეაფასა გამოცემამ მართლაც მშვენიერი დემი მური.
„მე არ ვარ იდეალური… დიდი პატივისცემით ვეკიდები ჩემს სხეულს და მის გარშემო მიმდინარე ცვლილებებს, სწორედ ამ ცვლილებების წყალობით გავხდი ის ვინც ვარ“, – აცხადებს მური.
ცნობისთვის, გასულ კვირას ჟურნალმა TIME 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. საპატიო სიაში მოხვდა წლევანდელი „ოსკარების“ ნომინანტი, დემი მური.
TIME-მა დემი მური 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა – ნახეთ ფოტოსესია




