LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ავიაკომპანიები დასახელდა

162
ქირიას NEWS შაბლონი (5)

მოგზაურთა გამოცემა Islands-მა გამოაქვეყნა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც მგზავრებს ბორტზე განსაკუთრებულ კომფორტსა და პრემიუმ მომსახურებას სთავაზობენ. რეიტინგის ლიდერი Emirates გახდა.

ავიაკომპანიის Airbus A380 თვითმფრინავებზე პირველ კლასში მგზავრებს შეუძლიათ გამოიყენონ სპა, შხაპი და ბორტზე არსებული ბარი, სადაც კოქტეილებს ბარმენი ამზადებს. პრემიუმ მომსახურებაში შედის ასევე სასტუმროს სტილის საწოლი თეთრეულითა და დიზაინერული აქსესუარებით.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა Singapore Airlines-მა. მისი A380-ის ლუქსებში განთავსებულია ნატურალური ტყავის სავარძლები და ცალკე საწოლები, ხოლო ორი მეზობელი ლუქსი შესაძლებელია გაერთიანდეს და გადაიქცეს ორადგილიან საწოლად, ბუტიკ-ჰოტელის დონის თეთრეულით.

მესამე ადგილზეა Etihad Airways. ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს უნიკალურ სამოთახიან ლუქსს – The Residence, რომელიც მოიცავს მისაღებ ოთახს, ცალკე საძინებელსა და აბაზანას შხაპით. მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის პირადი კამერდინერი.

ყველაზე მდიდრული ავიაკომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ:
Qatar Airways – კატარის ავიახაზები
Air France – საფრანგეთის ავიახაზები
All Nippon Airways – ამერიკის ავიახაზები
Cathay Pacific – ჰონგ-კონგის ავიახაზები
Turkish Airlines – თურქეთის ავიახაზები
Japan Airlines – იაპონიის ავიახაზები
Lufthansa – გერმანიის ავიახაზები
Virgin Atlantic – ბრიტანეთის ავიახაზები და ბოლოს
Air Tahiti Nui – საფრანგეთის ავიახაზები.

რეიტინგი ასახავს იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ცდილობენ ფრენა გადააქციონ მაქსიმალურად კომფორტულ და ფუფუნებით სავსე გამოცდილებად, განსაკუთრებით გრძელ საერთაშორისო რეისებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g