LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი აუზი

454
BeFunky-collage

თუ მოგბეზრდათ საკუთარი აუზი (ან უბრალოდ არ გაქვთ) და გსურთ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ, მაშინ ეს ულამაზესი და უნიკალური აუზები სპეციალურად თქვენთვისაა. აუზებიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება, რაც მათ კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

ლაგუნა ალგარობო

ალგარობო ჩილეში წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და სან-ალფონსო-დელ-მარ-ის პროექტის ნაწილია. უზარმაზარი ხელოვნური აუზის ფართობი, რომელიც კრისტალურად სუფთა წყლითაა სავსე, 7,7 ჰექტარია. მისი სიგრძე 1 კილომეტრია, რაც დამსვენებელს საშუალებას აძლევს აუზში წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავდნენ, წყნარი ოკეანის ტალღებისა და ცივი დინებებისგან მოშორებით.

აუზში წყლის ტემპერატურა, 23 გრადუსია რაც ნამდვილად კომფორტულია. აქ წყალი მუდმივად სუფთავდება.

 

ჩიტგორღა ფორტის აუზი

ჩიტგორღა არის რაჯასტანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე ინდოეთში. მისი 5 კილომეტრიანი კედელი მრავალ სასახლეესა და ტაძარს მოიცავს, მათ შორის პადმინის სასახლეს, დედოფალ პადმინის საზაფხულო პავილიონს.

კედლიდან ორ ნაბიჯში ულამაზესი და განსაკუთრებული ბუნებრივი აუზია, რომელიც უძველესი სასახლეების შუაგულში მდებარეობს. ეს წყალსაცავი მეშვიდე საუკუნით თარიღდება. აუზიდან შესანიშნავი ხედები იშლება.

 

აუზი Marina Bay Sands

ეს ულამაზესი და უსასრულო აუზი სინგაპურის სასტუმროში – “Marina Bay Sands” მდებარეობს. აუზი სასტუმროს 47-ე სართულზე, სახურავზეა.

აუზიდან, რომლის სიგრძე 150 მეტრია, ქალაქის ცათამბჯენების შესანიშნავი ხედები იშლება. სინგაპურში მოხვედრისას დამსვენებლების ერთ-ერთი მთავარი ოცნება სწორედ ამ აუზში ბანაობაა.

 

“ეშმაკის აუზი”

ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს ჩანჩქერი ვიქტორია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერია. მისი სმაღლე 128 მეტრია, ხოლო სიგანე 1,8 კილომეტრი. ჩანჩქერის ზამბიის მხარეს შეიქმნა ბუნებრივი აუზი, რომელსაც “ეშმაკის აუზი” ეწოდა.

ამ აუზში ცურვა უსაფრთხო ნამდვილად არ არის, თუმცა, აქ სტუმრობის შემთხვევაში გასაოცარი და დაუვიწყარი გამოცდილება გარანტირებული გექნებათ.

 

აუზები ჰარსტის ციხესთან

ჰარსის ციხესიმაგრე კალიფორნიაში უილიამ რანდოლფ ჰარსტს და ჯულია მორგანს ეკუთვნოდა. ჯულია პირველი ქალი იყო, რომელმაც პარიზის მონრეალის სახვითი ხელოვნების სკოლა დაამთავრა. იგი 1919-1947 წლებში აშენდა.

ციხის შიგნით 56 საძინებელი, 61 სველი წერტილი და ორი შთამბეჭდავი აუზია, რომლებიც ამ ადგილის ბრწყინვალებას უსვამენ ხაზს. 32 მეტრი სიგრძის ნეპტუნის გარე აუზი, თავისი მარმარილოს ქანდაკებებით და შიდა აუზი, გარშემორტყმული მოზაიკებითა, რომელიც რომაულ აბანოს მოგვაგონებს.

 

ბალი – აუზი ბრინჯის მინდვრის შუაგულში

ბალიში, უბუნას ცენტრიდან 15 წუთში მოხვდებით მდიდრულ სასტუმროში, მდინარე აიუნგის ხედით. სასტუმროში უმაღლესი დონის მომსახურებაა, თუმცა აქ ყველაზე შთმაბეჭდავი მაინც მისი აუზია.

ულამაზესი აუზი ბრინჯის მინდვრების შუაგულში მდებარეობს, წყლის ფერი მწვანეა, რაც მშვენივრად ჯდება ლანდშაფტში. ეს აუზი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია!

 

აუზი სამუისში

ტაილანდში არის საოცარი აუზი წიგნების მოყვარულთათვის. სასტუმრო-ბიბლიოთეკა წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს დასმვენებელს, რომლებიც მათ აუზში შეუძლიათ წაიკითხონ.

აუზის გამოირჩევა წითელი მოზაიკით, რომელიც წყალს შესაბამის ფერს აძლევს. გაბედავ თუ არა წითელ წყალში ჩასვლას?

 

თერმული აბაზანები, ბუდაპეშტი

ბუდაპეშტას ხშირად “სპა ქალაქსაც” ეძახიან. აქ 118 ბუნებრივი თერმული წყალია, რომელიც ათობით სპას ამარაგებს. ქალაქში ყოველდღიურად 70 მილიონი ლიტრი თერაპიული წყალი იხარჯება.

ყველაზე მდიდრული აუზი სასტუმრო გელერტის სასტუმროშია. ის ბუდას რაიონში მდებარეობს, 1918 წელს გაიხსნა და მდიდრული, თანამედროვე სტილითა დახვეწილობით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g