ცნობილი ვლოგერი ტატიანა სოციალურ ქსელში გამომწერებს მარტივი და მსუბუქი ტორტის რეცეპტს უზიარებს, რომლის მომზადებაც სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
ტატიანას თქმით, დესერტის მოსამზადებლად მხოლოდ ოთხი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
- 1 ქილა შესქელებული რძე;
- 1 ქილა (20%-იანი) არაჟანი;
- 2 ცალი ბანანი;
- 1 შეკვრა ორცხობილა.
„მომზადების წესი საკმაოდ მარტივია: ერთმანეთს შეურიეთ შესქელებული რძე და არაჟანი, კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და დაფხვნილი ან ნაჭრებად დამტვრეული ორცხობილა. მიღებული მასა გადაიტანეთ ტორტის რგოლში ან სასურველ ფორმაში და მაცივარში შედგით.
დაახლოებით 30 წუთის შემდეგ (ან ცოტა მეტი) დესერტი მზად იქნება და შეგიძლიათ მიირთვათ“, – ამბობს ტატიანა.
