„უმარ ნორმაგომედოვმა მარცხს უამრავი გამართლება მოუძებნა, ეს მარტივი გზაა. ვფიქრობ, უმჯობესია, თავის შეცდომებზე ისწავლოს და უკეთესი გახდეს“, – ამის შესახებ UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Combat Cross Southern-თან ისაუბრა.
დვალიშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ის ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის აპრილში ან ივნისში ჩაატარებს.
დვალიშვილის განცხადებით, მისი და UFC-ს გეგმები მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
მერაბ დვალიშვილის ვიდეომიმართვა: „დიდი მადლობა თითოეულ ქართველს, ყველა ემიგრანტს! უკვე შემდეგ ბრძოლაზე ვფიქრობ, გამარჯვებები წინ არის!“
„კარგი ბრძოლა ვაჩვენეთ, ყველა კმაყოფილი იყო“ – ამბობს UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი
„უმარ ნორმაგომედოვმა მარცხს უამრავი გამართლება მოუძებნა, ეს მარტივი გზაა. ვფიქრობ, უმჯობესია, თავის შეცდომებზე ისწავლოს და უკეთესი გახდეს. ამ რეკომენდაციას მას პატივისცემით მივცემდი. მე ქამარი შევინარჩუნე და ახლა უფრო მონდომებული და მოტოვირებული ვარ. ჩემი და UFC-ს გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. მსურს, მომდევნო შეხვედრა შონ ო’მალისთან ან პიტერ იანთან ჩავატარო. ბრძოლას აპრილში ან ივნისში გავმართავ. კონტრაქტს ველოდები და რასაც UFC გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. მზად ვარ, გულშემატკივრებს ისევ კარგი შეხვედრა ვაჩვენო“, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო ტიტული 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან შეხვედრაში შეინარჩუნა.