LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს, ყველამ იცოდეთ ამ ადამიანების სახელ-გვარები, ისინი თანამედროვეობის გმირები არიან!“ – ვის უხდის მადლობას ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, თათულის და ნიაკოს დედა

341
სოფიო ხარშილაძე

12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 8 წლის თათულის და 15 წლის ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ პერიოდში მას და მის ქალიშვილებს გვერდით დაუდგნენ, მადლობას უხდის.

„ყველაზე დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ, სასწაული მოახდინეს, ნიაკო გადაარჩინეს და მეორედ აჩუქეს სიცოცხლე“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკო და თათული რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გაივლიან

სოფიო ხარშილაძე თანადგომისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავდაცვის სამინისტროს და ამასთან, დიმიტრი აბდუშელიშვილს და თენგიზ ჩიტიაშვილს:

„კიდევ ერთი სამადლობელი პოსტით მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება…

არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ ცხოვრების ბოლომდე უზომოდ მადლიერი ვიქნები მათი, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა – ექიმებიდან დაწყებული, საზოგადოების თითოეული წევრით დამთავრებული. მოგეხსენებათ, რომ ამ დრომდე ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა და სწორედ ამიტომ შევძელით შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ანუ გოგონების რეაბილიტაციაზე ზრუნვა… თუმცა, რეაბილიტაცია რომ უდიდეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და თანაც ქვეყნის გარეთ, ეს ყველასთვის ცნობილია… სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, დიმიტრი აბდუშელიშვილს და თენგიზ ჩიტიაშვილს.

მსურს, ყველამ იცოდეთ ამ ადამიანების სახელ-გვარები და იცოდეთ, რომ ისინი თანამედროვეობის გმირები არიან!“ – წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნიაკო და თათული უკვე გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც გოგონები რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.

„ნანატრი დღეც დადგა – სახლში წასვლა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

❤️ კიდევ ერთი სამადლობელი პოსტით მინდა, მივიქციო თქვენი ყურადღება… არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ…

Posted by სოფიო ხარშილაძე on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრივით, გულთან ახლოს მიიტანდა ჩემს გასაჭირს“ – ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა დედების ფონდს მადლობას უხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g