LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსვლელობა თბილისის ქუჩებში: ოპოზიცია ხალხს კვირას აქციაზე ეპატიჟება

137
123947341-817512889082895-2848043050300054478-n

თბლისის ქუჩებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ. მათი მთავარი მოწოდებაა, კვირას 8 ნოემბერს, მოქალაქეები დაანონსებულ აქციაზე მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ბუკიას ბაღში შეიკრიბნენ და მსვლელობა სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით განაგრძეს.

მსვლელობაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

როგორც ისინი აცხადებენ, აქციას საინფორმაციო კამპანიის დანიშნულებასთან ერთად, აქვს მეორე ფუნქციაც: ისინი აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და მოითხოვენ არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მსვლელობით საბურთალოს საოლქო კომისიის შენობისკენ მიემართებიან. ისინი პერიოდულად შეძახილებით “წადი” – სკანდირებენ.
როგორც “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, საოლქო კომისიის შენობასთან მისვლა მათი საპროტესტო ჯაჭვის ნაწილია. მისივე განმარტებით, ისინი ყველა საოლქო კომისიასთან მშვიდობიანი მსვლელობით მივლენ.

 

 

„ყველა, ვინც გაბრაზდით, ყველა, ვისაც უსამართლობა გაწუხებთ, ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია თავისუფალი, გამჭვირვალე ადმინისტრაციით არჩევნების ჩატარება, მობრძანდით კვირას, 15:00 საათზე”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს:
“თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაკეთებულია სპეციალურად, იმისათვის, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

„დღეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი მორიგ ჯერზე ვარიგებთ, ერთი მხრივ, იმის დამადასტურებელ საბუთებსა და ოქმებს თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და მეორე მხრივ, ვეპატიჟებით ყველას 8 ნოემბერს დანიშნულ ღონისძიებაზე, სადაც კიდევ ერთხელ გავაპროტესტებსთ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ ყველამ ერთად უკვე განვაცხადეთ, რომ ერთი მხრივ, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, მეორე მხრივ, არ შევდივართ პარლამენტში და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში. ერთადერთი, რაც შეიძლება, გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ – დანიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g