LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთა თუ ზღვა? – დასვენებისთვის სასურველი ადგილი თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს

1197

თუ არჩევანი გექნებათ, შვებულება მთაში, ანდა – ზღვის სანაპიროზე გაატაროთ, რომელს აირჩევდით? მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არჩევანი თქვენს პიროვნებას განსაზღვრავს.

ხუთი ექსპერიმენტის შედეგად ვირჯინიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს,რომ ინტროვერტები, ძირითადად, მთიან მხარეს არჩევენ დასასვენებლად, ექსტროვერტები კი – პლაჟებს ეტანებიან. პირველი ტესტის დროს ფსიქოლოგებმა კვლევაში მონაწილე თითოეულ ადამიანს ჩაუტარეს პერსონალური ტესტი იმის დასადგენად, ინტროვერტები იყვნენ თუ ექსტროვერტები.

კვლევის მეორე ეტაპზე კი გაარკვიეს, რომ ინტროვერტები ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებზე ამჯობინებენ დასვენებას, ექსტროვერტებისგან განსხვავებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g