LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მთაში როდესაც აგვყავს ბავშვი, ხდება ფილტვების გაჯანსაღება, ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჰემოგლობინი მატულობს“ – ყარამან ფაღავა

7802
karamanfagava2148

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ყარამან ფაღავამ მთის კურორტების განსაკუთებულობაზე ისაუბრა:

„სამედიცინო თვალსაზრისით, მთას შესაძლებელია მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე ზღვას. დადგენილია და ცნობილია, რომ მთიანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბლობში მცხოვრები ადამიანები. მთის ჰაერი გამაჯანსაღებელია. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ჟანგბადი სიცოცხლის სათავეა, მაგრამ ზედმეტი ჟანგბადიც არ ვარგა. ჟანგბადის კონცენტრაცია როდესაც ცოტა დაბალია, ეს უკეთესიც არის. საშუალო მაღალმთიანეთში, 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე, ჩვენ გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რაც უკეთესად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის და ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს. მეორე ამბავია, რომ მადა უმჯობესდება. ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ყველა ასაკში გვინდა დაწყნარება. ​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები. საერთოდ ძალიან კარგია შორს რომ გავიხედოთ. ეს კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, თვალებისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის.

სხვადასხვა სურნელით სავსე ჰაერს სუნთქავს ბავშვი და ​ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ფიტოციდები, რაც კი სიბინძურეა ფილტვებში, წმენდს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ალერგიაზე, ალერგენებზე, რომლებიც ასთმას იწვევს. რაც უფრო მაღლა ავდივართ მთაში, მათი კონცენტრაცია უფრო დაბალია.

​მთაში როდესაც აგვყავს ბავშვი, ხდება ფილტვების სანაცია, გაჯანსაღება. ანატომიას რომ ვსწავლობდი გვიჩვენეს ქალაქის მაცხოვრებლის ფილტვი, გაშავებულია სულ. ფილტვის სრული გაწმენდა ვერ მოხდება მთაში, მაგრამ მაინც გარკვეულ გაწმენდას აქვს ადგილი,“ – ამბობს ყარამან ფაღავა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g