LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს

105

მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.

“დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან”, – ასე უპასუხა პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვა.

ე.წ. შეწყალების საქმეზე ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები – ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g