22 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემაში „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მომღერლები პანჩო, შეთე და ბაჩო რამიშვილი ესტუმრნენ. მათ ისაუბრეს, როგორ დაიწყეს ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობა. ასევე ისაუბრეს თავიანთ ახალ ნამუშევარზე, რომლის სიმღერის ავტორიც შეთეა, ხოლო ტექსტი ბაჩო რამიშვილს ეკუთვნის. რადიოეთერის ბოლოს ახალი სიმღერის, „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“-ის პრემიერა შედგა.
როგორ დაიწყო ამ სამი ადამიანის ერთობლივი შემოქმედება?
პანჩო: ეს ბაჩოს ინიციატივა იყო. მითხრა, რომ ჰქონდა სტუდია, მე კი მისი ჩანაწერები მოვისმინე და მომეწონა. შეხვედრის შემდეგ პიროვნულადაც მომეწონა და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მასთან ერთად საქმე მეკეთებინა.
ბაჩო: თავიდან პანჩოსთან მუშაობა სხვა რამეზე დავიწყე, მაგრამ როდესაც შეთემ ახალი სიმღერა შექმნა, მივხვდი, რომ ეს პანჩოს ძალიან მოუხდებოდა და თუ ორივე ერთად შევასრულებდით, ხალხს უკეთ ვეტყოდით სათქმელს.
შეთე და ბაჩო, როგორ მოხდა პანჩო თქვენთან?
ბაჩო: რაც ვარსებობ პანჩოს სიმღერებიც ვიცი. მისი რეპერტუარი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ სიმღერები წლები იარსებებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივია მასთან მუშაობა. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი იყო სიმღერა „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. ჩავთვალე, რომ ამ სიმღერის პანჩოს მიერ შესრულება კარგი მესიჯი იქნებოდა, ხოლო ჩვნი ერთობლივი ნამუშევარი კარგი იქნებოდა მთლიანი პროექტისთვის.
რამდენად ელასტიურია მუსიკასთან მიმართებაში ბაჩოს და პანჩოს ურთიერთობა?
ბაჩო: პანჩო სიმღერებში ტექსტის გარდა ყველაფერს თავისი ხაზით, თავისებურად აკეთებს.
შეთე, რაც შენ და ბაჩო ერთმანეთს იცნობთ, მის თითქმის ყველა პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი გიჭირავს. პანჩოსთან როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
შეთე: ეს სიმღერა კონკრეტულად ბაჩოსთვის დაიწერა, თუმცა როდესაც მისი არანჟირება გაკეთდა, მივხვდით, რომ პანჩო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დუეტში.
როდის დაიწერა ეს სიმღერა და რა იყო მოტივი?
შეთე: დიდი ხანი არ არის, ალბათ თვენახევარი.
ბაჩო: მე მოვისმინე მელოდიას და შესაბამისი ტექსტი დავწერე. პანდემიიდან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ერთმანეთის მოფრთხილება, ერთად ყოფნა და სიყვარულია. ჩემი მთავარი იარაღი სიმღერაა და ამით ვცდილობ ხალხს სიყვარულისაბ და მშვიდობისკენ მოვუწოდო.
პანჩო, გვითხარით რამე სიმღერაზე „მოვუფრძთხილდეთ ერთმანეთს“
მე ძალიან მომწონს ეს სიმღერა და ვფიქრობ, რომ შინაარსი შეესაბამება დღევანდელ რეალობას. მართლაც, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყვალაფერი კარგად იქნება.
ბაჩო რამიშვილი & პანჩო – გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი, პანჩო & შეთე – დარჩი ჩემთან. Live
ბაჩო რამიშვილი, პანჩო & შეთე – დედა ვატირე. Live
ბაჩო რამიშვილი, პანჩო & შეთე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები