LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ის არის პირბადეს როგორ შეუხამებთ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ფერს – ინფექციონისტი

182
BeFunky-collage (3)

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ხშირად საზოგადოება პირბადეს არასწორად იყენებს.

მედიკოსი ხაზს უსვამს, რომ შედეგის მისაღწევად ინფექციისაგან დასაცავი ნიღაბი ადამიანებს ცხვირზეც უნდა ეკეთოს და ზოგადად დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენებოდეს.

„მოკლედ აჯობებს პირბადეს სახელი გადაერქვას და ცხვირ-პირბადე ეწოდოს, იქნებ ასე მაინც მივაღწიოთ, რომ მხოლოდ პირზე ან ნიკაპზე არ მოირგონ ხოლმე …

p.s. სულ დამავიწყდა მთავარი ხომ ის არის თუ როგორ შეუხამებთ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ფერს“,-წერს ალექსანდრე გოგინავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g