LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანს და ვიქტორ ჯაფარიძეს გამოკითხავს

99

მთავარი პროკურატურა გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში მონაწილე პირებს – მირზა სუბელიანს და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, ასევე ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელ დავით ცუხიშვილს გამოკითხავს. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო და ყველაფერს აკეთებს საგამოძიებო ორგანო სიმართლის დასადგენად.

„საგამოძიებო ორგანო განიხილავს ყველა ვერსიას, რომელიც შესაძლოა, დაიბადოს ამ საქმის ფარგლებში. გამოძიების პირველი ეტაპი არის მისი აუთენტურობის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელიც შესაძლოა, ამ საუბარში მონაწილეობდეს. ამით ვიწყებთ ჩვენ გარემოებების შესწავლას. ასევე, უნდა დაინიშნოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა,“ – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიით, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გავრცელდა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

magti 5g