LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატურა წარადგინეს

64

მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი – მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს. სხვა კანდიდატთა მსგავსად, მათი წარდგინება საპროკურორო საბჭოს საიტზე – http://pc.gov.ge აიტვირთა. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი, სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“. დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი.

პირველი კანდიდატი – პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ. მეორე კანდიდატი – ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.

მესამე – გია ბერძენაძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ. მეოთხე – ნანა რევაზიშვილი ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები