მიმდინარე მოვლენებმა, რუსეთის შესაძლო ემბარგომ და უკვე დაწესებულმა აკრძალვამ ფრენებზე, შესაძლოა გამოიწვიოს სავალუტო შემოდინებების დანაკლისი – სწორედ ამას უკავშირდება ლარის კურსის ასეთი ვარდნა.
როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ეს არის ბაზრის ბუნებრივი რეაქცია, სხვა მიზეზი კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს.
ბანკებში ლარის კურსი კატასტროფულად უფასურდება.
2.90 - ლარი პუტინის გადაწყვეტილებას ელოდება და პანიკაშია
„რეალურად, მაკროეკონომიკურად, სავალუტო შემოდინებები არ შემცირებულა, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ შემცირდება არსებობს და ბაზარი ამაზე რეაგირებს,“ – განაცხადა კეპულაძემ „ფორტუნასთან“.
როგორც ექსპერტი ვარაუდობს, გაუფასურება შეიძლება იყოს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი.
„როდესაც ვიცით, რომ რაღაც პროდუქცია ხვალ გაძვირდება, დღეს ვყიდულობთ და მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება ფასიც – დოლარიც ასეთი ჩვეულებრივი პროდუქტია.
თუ სხვა პოზიტიური მოლოდინები გაჩნდება, შესაძლოა ეს მოკლევადიანი შოკი იყოს, ან ლარი მიაღწევს უარყოფით პიკურ მაჩვენებელს [მოხდება ე.წ. ოვერშუთინგი] და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება – გაუფასურების რეალურ ნიშნულს. ეს პიკური მაჩვენებელი შეიძლება იყოს, 2.91 მაგალითად, რაც ამ წუთას ფიქსირდება ბლუმბერგზე“ – აღნიშნა კეპულაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ამ პანიკის მიზეზი, ხოლო პანიკამდე მთავრობისა და ბიზნესის არასწორი ქმედებების შედეგად მივედით.
რუსეთის პრეზიდენტამდე, მთავრობა დუმის გადაწყვეტილებას ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან განიხილავს.
რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
„12-18 წლამდე რუსეთში დაახლოებით, 15-ჯერ გაიზარდა ექსპორტი და უფრო მეტად გავხდით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და ეკონომიაზე, რაც მთავარი შეცდომაა, როგორც მთავრობის, ასევე იმ ქართული ბიზნესების, რომლებმაც გაზარდეს რუსეთში გაყიდვები და მნიშვნელოვნად გახდნენ დამოკიდებულები რუსულ ბაზარზე,“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგებს ვიმკით.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დუმამ, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა, ლარმა კატასტროფული ვარდნა განიცადა. ამ დროისთვის [16:00] ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს. დაფიქსირდა 2.91-იანი მაჩვენებელიც.
ბლუმბერგზე ვაჭრობის შედეგები აისახა კომერციულ ბანკებზეც და სანამ ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დაადგენს, სავალუტო ჯიხურებში და ბანკებში ლარი უფასურდება. მაქსიმალური მაჩვენებელი ამ ეტაპზე 2.97 ფიქსირდება.