LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი სიგელი ცხოვრებაში, როცა სიტყვები ზედმეტია“ – ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიაკოს და თათულის კლასელებმა ექიმებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს

355
ნიაკო და თათული

ავარიის შედეგად დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის კლასელებმა ექიმებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს.

კლასელებმა იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალსის ექიმებს მადლობის სიგელები გადასცეს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში თათულის და ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე გვიზიარებს.

„მთავარი სიგელი ცხოვრებაში, როცა სიტყვები ზედმეტია, ნიაკო აუცილებლად კარგად უნდა იყოს…მეამაყება ჩვენი გუნდი,ნამდვილად საამაყოა, ყოველი დღის ბრძოლა ჩვენი ექიმების, ქირურგების, ექთნების, უმცროსი ექიმების, მუდამ ჩვენს გვერდში მყოფი სანიტრების“ – წერს ექიმი მაკუნა თევზაძე.

ხაშურში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. გოგონები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

მიმ­ღე­ბი: სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე (დედა)

GE18BG0000000553349014 – (სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი);

GE64TB7513745068100047 – (თი­ბი­სი ბან­კი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g