LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც თანხა პირველმა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შეიტანა

222
mtavarifondi

„მთავარი არხის“ გადასარჩენად „მედიის თავისუფლების ფონდი“ შეიქმნა. ფონდში თანხის პირველი შემომწირველი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ფონდის მიზანი ტელეკომპანიის ფინანსური მხადაჭერაა.

„გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„დვალი ტუტ, 10 000 ტუტ, პირველი გადმორიცხვაც უკვე განხორციელებულია. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს, არა მხოლოდ “მთავარისთვის”, მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დვალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g