LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა დამატებითი ვალების მოზიდვას არ გეგმავს

70
126327203-3620820764622877-3923620733985490906-n

მოლაპარაკებები დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება და დღეს დაანონსებული დახმარების პაკეტი, რომელიც ბიუჯეტს 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება, უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აქამდე სახელმწიფოს მიერ ვალის სახით აღებული თანხის ხარჯვა გაგრძელდება და არაა მოსალოდნელი, რომ მომდევნო წელს კვლავ საჭირო გახდეს თანხების გადაუდებელი მოზიდვა.

„2021 წლის ბიუჯეტით იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g