მთავრობა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე წამოიწია ჰესების მშენებლობის საკითხმაც. ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები.