საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს არათუ სურვილს არ აკლებს, არამედ ამისთვის პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს.
მისი განცხადებით, თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს, მმართველი გუნდი მათ შეფასებებს ყურადღებით უსმენს, თუმცა აანალიზებენ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომელთა შეხედულებაც ან ემთხვევა სიმართლეს ან არა.
„თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ, თუმცა ვაანალიზებთ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეიძლება, თავისი შეხედულება ჰქონდეთ, რომელიც სიმართლეს ემთხვევა, ან – არა. შეფასებას, რომ სურვილს ვაკლებთ ამ პროცესს, არათუ სურვილს არ ვაკლებთ, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ვდგამთ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.