LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს წარადგენს – პრემიერი

55
sofeli

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალ, მასშტაბურ პროექტებს წარადგენს.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პროგრამები, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში“, ასევე, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული და ამბიციური გეგმები, რომლებიც ნაწილობრივ დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ მასშტაბებს. ამას გარდა, უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის კუთხით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა. „ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები