სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა იუსტიციის სამინისტროში დასრულებულია. ევროსასამართლოსთვის 2 კანდიდატის შესარჩევად მთავრობას 4-კაციანი სია გადაეგზავნა.
მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დასრულების შემდეგ შეარჩიეს.
ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი არის თამარ ალანია (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს.
დღევანდელ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა სულ 8 კანდიდატს უნდა მიეღო, თუმცა, მოსამართლე ნინო ბაქაქური, კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.
მოქმედ ხელისუფლებას სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება მესამედ მოუწია. ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატები სტრასბურგმა დაიწუნა.