LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ტყიბულში ქურთუკების საწარმოს აშენებას აანონსებს

137

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება. პროდუქცია კი ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე გავა ექსპორტზე. მათივე ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია. “შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” პრემიერ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს

არსებული იფნორმაციით, საწარმოს მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები