LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებს 55 მილიონად ყიდის

450
BeFunky-collage (9)

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია – აგარაკები გამოიტანა.

დაბა წყნეთში მდებარე 89 988 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე აუქციონი დღეს გამოცხადდა. წყნეთის სამთავრობო აგარაკების საწყისი ღირებულება 55 მლნ ლარს აჭარბებს.

ხელშეკრულებით, ინვესტორი ვალდებული იქნება, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ააშენოს. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამავე დროს, ამით ხელი შეეწყობა მომიჯნავე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.

პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.უწყების შეფასებით, მათი ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარი იყო, ხოლო მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება – 200 მლნ ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g