LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ყვარელში ინვესტორს ეძებს

80

მთავრობა ყვარელში ინვესტორს ეძებს, რომელიც ადგილზე სასტუმროს ააშენებს.

“ქალაქი, სადაც თანაბრად იგრძნობა ალაზნის ველის, კავკასიონისა და ღვინის არომატი. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ამჯერად ყვარელში მდებარე სახელმწიფო ქონებას, სასტუმროს ასაშენებლად გთავაზობთ”,- აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, აუქციონზე თავისუფლების ქუჩა N4-ში არსებული 1027.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა იყიდება. საწყისი ფასი 291 000 ლარია, ბიჯი 2000 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 36 თვეში ადგილზე არანაკლებ 8  ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნას.

აუქციონი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g